Monday, July 21, 2014

სასწავლო პროექტი


1.პროექტია სახელწოდება: - „წყლის დაცვა საქართველოში“
2.პროექტის მთავარი იდეა: წყალი დედამიწაზე  ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა,  ამიტომ ამ ბუნებროივ რესურს მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
3. პროექტის აქტუალობა: საქართველოში წყლის  პრობლემა აქტუალურად დგას, ამის მიზეზია ტყის გაჩეხვა,   წყლის დაბინძურება  და არარაციონალური მოხმარება.
4.პროექტის მიზნები:  ჩავუნერგო ბავშვებს  ბუნებისა და გარემო სამყაროსადმი სათუთი და მზრუნველობითი დამოკიდებულება. ჩამოუყალიბდეთ მათ საკუთარი  მოქალაქეობრივი ვალდებულებები საკუთარი ქვეყნისა და გარე სამყაროს მიმართ .  განსაზღვრონ წყლის როლი ცოცხალი სამყაროს არსებობისთვის.
5. მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება; კედლის გაზეთი; შიდა სასკოლო საკონფერენციო თემები;ნახატების გამოფენა; საპრეზენტაციო სლაიდ-შოუები, ექსკურსია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ენციკლოპედია, ინტერნეტი, საქართველოს კონსტიტუცია,პროექტორი, ციფრული, სხვადასხვა ფორმატის ფურცლები და საღებავები.
9. პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალებები: პრობლემების მოძიება ძირითადიდამაბინძურებელი ფაქტორების გამოვლენა, მუშაობა კანონზე წყლის და ტყის  დაცვის შესახებ, კედლის გაზეთის და ნახატების შექმნა, თემების მომზადება და კონფერენცის ჩატარება.ექსკურსიისათვის მზადება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი   (მასწავლებელი): ნინო ფორჩხიძე (ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი).
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  forchkhidze71@gmail.com